გამოხმაურება სანაიასთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე
ვახო სანაიას დაკავებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთი მაგალითია. აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. მათი შეფასებით, „ფეისბუქ“-პოსტის გამო სანაიას დაკავება, დიქტატურის მაგალითია. განაჩენი ნეგატიურად შეაფასეს „ლელოშიც“.