გამოხმაურება „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე

მმართველი გუნდის ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჯერ 8 მარტის შეთანხმებაც არ შეუსრულებია, შესაბამისად, დამატებით ინიციატივებსა და შემოთავაზებაზე საუბარი უადგილოა. ამ ინიციატივით არაფერი იცვლება „გირჩისთვისაც“, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებს არც „სტრატეგია აღმაშენებელი“.