გამოხმაურება პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლაზე

უმრავლესობა საპარლამენტო საქმიანობაში ოპონენტების ჩართულობის გადაწყვეტილებას იწონებს და პარალელურად, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილი ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას პასუხობს. „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა მრავალპარტიული შემადგენლობით გაგრძელდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი.