გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა „შავი სიის“ შინაარსთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარი და მიუღებელია. გიორგი გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან ადეკვატური სასჯელი უნდა მოიხადოს. „სტრატეგია აღმაშენებელში“ კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში უზენაესი კანონი უნდა იყოს და ყველა საპარლამენტო ბერკეტები სწორედ კანონის მაქსიმალური აღსრულებისთვის უნდა გამოიყენონ. ყოფილი პრეზიდენტის მოთხოვნა არასერიოზულად მიაჩნიათ პარტია „გირჩში“. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ „შავი სიის“ ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ ბუნებას კიდევ ერთხელ აჩვენებს.