გამოხმაურება „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაზე

15:16, 09.11.2019

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ამერიკა-საქართველოს შორის არსებობს, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი გამოცემა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

პრემიერის მრჩევლის შეფასებით, პუბლიკაცია მოიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, ისედაც მაღალ დონეზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს მიმოიხილავს.

მსგავსი