გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილებზე 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს რეგიონის ლიდერად მოიხსენიებს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიგანის განცხადება საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ოპოზიციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის სიტყვებს „ქართული ოცნების“ მიმართ გაკეთებულ გაფრთხილებად აღიქვამენ.