გამოფენა „თიხის სივრცე“

„თიხის სივრცეში“ თავმოყრილი უნიკალური ნამუშევრები.

მულტიფუნქციური ცენტრი კერამიკული ნაკეთობების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სხვადასხვა თაობის მხატვარ-კერამიკოსების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ექსპონატებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი დარგის, კერამიკული ხელოვნების ოსტატების 50-მდე ნაკეთობას გაეცნობა.