გამოფენა „საქართველოს არქივები“

არქივებში დაცული და დამთვალიერებლისთვის დღემდე უცნობი ფოტო მასალები. უნიკალური არქივი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ეროვნულ არქივში ექსპოზიციისთვის ემზადებიან – ფოტოები ქვეყნის სხვადახვა რეგიონშია გადაღებული. ობიექტივში მოხვდა ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები, ადგილობრივების ყოფითი ცხოვრება.

სპეციალურად ამ გამოფენისთვის საქართველოს მასშტაბით ეროვნულ არქივებში დაცულ დოკუმენტურ მასალებს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი. ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში აგვისტოს ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.