გამოფენა ხელოვნების ახალ სივრცეში

თბილისში ხელოვნების ახალი სივრცე გაიხსნა სახელწოდებით „ამარკორდი და წინააღმდეგობის მუზა-უმი“.

ახალი სახელოვნებო სივრცე პირველ პროექტს მასპინძლობს სახელწოდებით „ქოცრეალიზმი“. ექსპოზიციაზე ათეულობით ხელოვანის მიერ პროტესტის თემაზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ინსტალაციებია წარდგენილი, რომელიც რამდენიმე საგამოფენო ოთახშია განთავსებული. გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუაა, რომელმაც აკადემიის „მეამაბოხე“ სტუდენტებთან ერთად შექმნა „წინააღმდეგობის მუზა-უმი“.

გამოფენა 10 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ კი სახელოვნებო სივრცე სხვა გამოფენებს უმასპინძლებს.