გამოფენა-გაყიდვა – Knife Show Tbilisi 2026 

15:25, 24.10.2026

თბილისში დანების გამოფენა-გაყიდვა – Knife Show Tbilisi 2026 გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის ორგანიზებით, მეხუთედ ჩატარდა. გამოფენაში 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ოსტატმა მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დანების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიების მიზანი დანების წარმოების ტრადიციების წარმოჩენა და დარგის პოპულარიზაციაა.

მსგავსი