ცისფერ გალერეაში შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა დაიხურა. ერთი თვის განმავლობაში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ხელოვანის რეტროსპექტული ნამუშევრებს გაცნობოდა. მხატვარმა მუზეუმის დარბაზი სამ მხატვრულ სივრცედ დაყო. მისი თითოეული ნამუშევარი ბუნებრივი მასალით, ხელით შესრულებულია. მათ შორის შემოქმედი იყენებს ფერად ლითონებს, ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. თითოეული ფერი კი ბუნებრივი პიგმენტისგან არის მიღებული.