გამოფენა „აბრეშუმის გალერეაში“ 

„აბრეშუმის გალერეა“ ქეთი შალამბერიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „მწვანე სივრცე“ 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. მინიმალისტური კომპოზიციები, რომელიც ერთგვარი აბსტრაქტული იდეის გაგრძელებაა, მხატვარმა პანდემიის პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნა. გამოფენა „აბრეშუმის გალერეაში“ 10 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი.