გამოძიება უსაფრთხოების სამსახურში - შეფასებები

ირანისა და საქართველოს შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადების საფუძველზე სუს-ის მიერ დაწყებულ ძიებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ ძიებას კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნას უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ გამოკითხული პირების საჯარო განცხადებების ამოცანა სახელმწიფოსთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაა, რაც პოლიტიკურად მხარდაჭერილი და დაფინანსებულია.