გამოძიება საბოტაჟის მუხლით
ვინ ცდილობს საქართველოს ტურისტული იმიჯის შელახვას და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას – სუს-ში საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიას. საუბარია სოციალურ ქსელებში რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე, სადაც პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არასათანადოდ ეპყრობიან. სუს-ის ცნობით, მსგავსი ყალბი ინფორმაცია და კონკრეტული ისტორიები კოორდინირებულად ვრცელდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორების, მონაწილეების და დაფინანსების წყაროების დადგენის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელ კამპანიას უკვე მოჰყვა გამოხმაურება. მმართველი პარტია მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას აანონსებს.