გამოძიება საბოტაჟის მუხლით – შეფასებები

18:07, 06.08.2026

მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიება. „გახარიას პარტიაში“ ამბობენ, რომ მოქალაქეებს სამართალდამცვი უწყებების მიმართ ნდობა არ აქვთ და თუ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება და აზიანებს, მაშინ ამ პოზიციას ისინიც დაეთანხმებიან.

უმრავლესობას კი მიაჩანია, რომ მიზანი ქვეყნის მაქსიმალურად დაზიანებაა, რომ არ შემოვიდეს ტურისტი და ეკონომიკა არ განვითარდეს, რაზეც ოპოზიცია ხელის მოთბობას ცდილობს.

შეგახსენებთ, უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

მსგავსი