გამოძიება საბოტაჟის მუხლით 

12:12, 07.08.2026

პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიას ეხება. საუბარია სოციალურ ქსელებში რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე, სადაც პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში არასათანადოდ  ეპყრობიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ყალბი ინფორმაცია და კონკრეტული ისტორიები, კოორდინირებულად ვრცელდება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედია საშუალებით, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. უწყების განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორების, მონაწილეების და დაფინანსების წყაროების დადგენის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მმართველი პარტია მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას აანონსებს.

მსგავსი