გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაცია
„ნატო ემზადება სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საფრანგეთის შემდეგმა პრეზიდენტმა ალიანსს სერიოზული ზიანი მიაყენოს“ – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთში ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ფრანგი ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარი ნატო-ს მოწინააღმდეგე კანდიდატებს უჭერს მხარს. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სურს ნატო-ს გაერთიანებული სარდლობიდან საფრანგეთის გამოყვანა. ხოლო უკიდურესი მემარცხენე ბანაკის წარმომადგენელს, ჟან-ლუკ მელანშონს ქვეყნის ალიანსიდან გასვლა. გამოცემა წერს, რომ „პოლიტიკური თვალსაზრისით, საფრანგეთის ნატო-დან გასვლა შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმასაც, რომ გერმანია ევროპაში ალიანსის წამყვან წევრად იქცევა“.