დღეიდან შესაძლებელია ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების გასაჩივრება.
ამისთვის საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. განცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი და პროცესი ოთხ დღეს გაგრძელდება. განაცხადის გაკეთება ფასიანია, გასაჩივრების შემდგომ გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ ახალგაზრდებს, რომელთა ქულებში ცვლილებები მოხდება.