გამჭვირვალობის ინდექსი

18:25, 13.10.2025

„ჩანდლერის ინსტიტუტის“ ანგარიშში კარგი მთავრობის შესახებ, გამჭვირვალობასთან მიმართებაში საქართველოს დაწინაურება, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს, ევროპის მასშტაბით კი, საქართველოს მთავრობა მეცხრე ადგილზეა.

მსგავსი