„გამარჯვებული საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები, სააპელაციო სასამართლოს მიერ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივრის დაუშვებლად ცნობას აპროტესტებენ. პარტიის ლიდერი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევის გაუთვალისწინებლად, არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკავეს. პარტია „გამარჯვებული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკოსების დევნა შეწყვიტოს და ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში ითანამშრომლოს.