გამარჯვებული ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გამარჯვებული ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ნაკრებმა 6 ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. ფინეთში ევროპის ჩემპიონები: გიორგი თუთაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი, საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონი ქალია.