დმანისში, პანტიანის ტბასთან, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ. ვაშაძის განცხადებით, ისინი ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებს და ინიციატივებს გააცნობენ. მათი განმარტებით, აუცილებელია ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების, ცხოვრებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნა.