გამამართლებელი განაჩენი

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის საქმეზე 10-წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. თემურ ბასილია სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ გამოაცხადა, ანუ მოსამართლემ ეკონომიკურ საკითხებში ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იმ ბრალდებებში გაამართლა, რის გამოც, 2008 წელს საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წინა ხელისუფლება ბასილიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ერთ-ერთი ბანკიდან ქრთამის აღებას ედავებოდა. ბასილია, რომელსაც წლებია აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული, თავს მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის დევნის მსხვერპლად აცხადებს და სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.