სასამართლომ თემურ ბასილია უდანაშაულოდ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია უდანაშაულოდ ცნო და გაუუქმა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრი დაედო.