გამაგრების  სამუშაოები

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოები ხორციელდება.  პროექტი  მიმდინარე ეტაპზეა.

დაიწყება ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა. სამუშაოების წარმოების პროცესში, აღნიშნული გზის მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. პროექტის განხორციელებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.