„გალაკტიონოლოგია“

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მათ შორისაა „გალაკტიონოლოგიის“  მე-8 გამოცემა, რომელიც პოეტის მნიშვნელოვანი კრებულის, „არტისტის ყვავილების“ 100 წლისთავს ეძღვნება.

წიგნები მოამზადა და გამოსცა გალაკტიონის კვლევის ცენტრმა.