გახსნილი დანაშაული

15:21, 02.08.2026

ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე პოლიციამ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ბლაგვი საგნის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი