გახსნილი დანაშაული

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა საგურამოში 2 დეკემბერს მოხდა. დაკავებულები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.

სასჯელი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.