გახსნილი დანაშაული

ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი მოქალაქე, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, სამ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.