გახსნილი დანაშაული

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო მეორე – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, დანაშაულს შეესწრო ბრალდებულის თანმხლები პირი, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.