გახსნილი დანაშაული
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს ბათუმში, ე.წ-ლ სამხედრო დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1986 წელს დაბადებულ მოქალაქეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.