გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდნენ
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა ძიება ირაკლი ღარიბაშვილის საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ამ წუთებში ყოფილ პრემიერთან გასაუბრების მიზნით ციხეში პროკურორი შევიდა. მისი თქმით, მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის დანაშაულის ნიშნები და მეტი ინფორმაციის მისაღებად, უნდა შეხვდეს ღარიბაშვილს. გასაუბრების პროცესს ცნობილია, რომ ადვოკატებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, პროკურატურაში შესულია მოთხოვნა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე.