გახსნილი დანაშაული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.