ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილა. ბრალდებულებმა, რომელთა კომპანიაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა, ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიის თანამშრომლებს 10 000 ამერიკული დოლარი შესთავაზეს, იმ ფასის გასაგებად, რასაც კომპანია დააფიქსირებდა.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.