შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებგვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან, ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს.
მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.