გახშირებული ინფექციები და გადატვირთული კლინიკები

სეზონური ვირუსების გამო კლინიკები გადატვირთულია. პაციენტებს შორის ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ჭარბობენ. მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები პიკურ პერიოდს და კიდევ უფრო რთულ სურათს დეკემბერის შუა რიცხვებიდან პროგნოზირებენ. ამ ეტაპზე ძირითადად რესპირატორული ვირუსები და გრიპის ე.წ. ჰონგ-კონგური შტამი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ძირითადად მცირეწლოვნებში ხშირად პნევმონიით რთულდება. უახლოეს პერიოდში ექიმები გრიპის სხვა შტამების გააქტიურებასაც ელოდებიან. რაც შეეხება კორონავირუსს, „კოვიდ 19“-ის „ომიკრონის“ შტამზე დღეს გავრცელებული ვირუსების მხოლოდ 20% მოდის.