გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15:44, 06.06.2025

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები და ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ ლარს შეადგენს.

მსგავსი