გახარიას სასამართლო პროცესი

18:33, 07.10.2026

გიორგი გახარიას ბრალდების საქმეზე, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღეს პროცესზე პროკურატურის 6 მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყვნენ სოფელ ჩორჩანას მკვიდრი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პირები. ამით პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. შემდეგ პროცესებზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული მოწმეები საქმისთვის ღირებულ ინფორმაციას არ ფლობენ. გახარიას უფლებადამცველი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს. ბრალდების მხარის გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, პროკურორის  თქმით  საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გახარიას ბრალეულობას ადასტურებს. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი