სასამართლო პროცესი გაიმართა 20 ივნისის საქმეზეც. ბრალდებული გიორგი გახარია დაუსწრებლად კვლავ პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. საქმის არსებითი განხილვა 22 ივნისს დაიწყება. 20 ივნისის ეპიზოდზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სხდომები ნაწილობრივ დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო მიიღო, რასაც გრიფით საიდუმლო ადევს.
გახარიას ბრალდება 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.