„გახარია საქართველოსთვის“ წევრის განცხადება

საჯარო სამსახურებში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ „გახარია საქართველოსთვის“ წევრები. თამარ ხვედელიანმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, გიგა სოფრომაძის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა დაჩქარებულად მიღებულ კანონთან დაკავშირებითაც და საჯარო მოხელეებს ერთად დგომისკენ მოუწოდა. ხვედელიანის თქმით, საჭიროა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური.