„გახარია საქართველოსა“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. გიორგი შარაშიძის თქმით, დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე მშენებლობა სასმელი წყლის ვარგისიანობას საფრთხეს უქმნის. მისი განცხადებით, 2020 წელს თბილისის მერიის დაკვეთით წყლის ცენტრალურ მაგისტრალთან საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობამ და შემდგომ წლებში კომერციული ობიექტების მიერთებამ სანიტარული ნორმები დაარღვია.