„გახარია საქართველოსთვის“ თავისუფალი ტრიბუნა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა, პარლამენტში თავისუფალი ტრიბუნით სარგებლობა მოითხოვეს. გიორგი შარაშიძემ გამოსვლაში, რეგიონულ პოლიტიკასა და საქართველოს საგარეო კურსზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით დარბაზში, არაერთი ბრალდება გაჟღერდა. შარაშიძე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ევროპული კურსიდან გადასვლა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან გამოსვლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ ოცნებას ეკისრება. პარლამენტში ოპოზიციის განცხადებებს თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და მსგავსი განცხადებები „მხოლოდ გახარიას გუნდსა და ნაციონალურ მოძრაობას შეუძლიათ. საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხად არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის, სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, ევროპარლამენტს მიმართავდა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას – თავად ოპოზიცია ითხოვდა, რასაც ღალატი და მავნებლობა უწოდა.