„გახარია საქართველოსთვის“ განცხადება

18:34, 15.09.2025

წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რთულ და შეზღუდულ გარემოში – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზაზა თავაძე განმარტავს, სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები იკვეთება. თავაძემ ბრიფინგზე ისაუბრა კონკრეტულად ახმეტის, ლანჩხუთის და სენაკის მუნიციპალიტეტების მაგალითებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათ მერობის კანდიდატებზეც. ასევე ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეუთო/ოდირის მისიის არ ჩამოსვლაზე.

მსგავსი