„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ თანამშრომლობა
„ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერილი მემორანდუმით ორი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, იმოქმედებენ კოორდინირებულად და შეეცდებიან მერობის თუ მაჟორიტარი დეპუტატობის ნეიტრალურ კანდიდატებზე შეთანხმებას. გახარია-„ლელოს“ ერთობა კრიტიკის საგანია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების მხრიდან. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.