გახარია საგამოძეიბო კომისიაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელმა სხდომამ პოლიტიკურ დღის წესრიგში გიორგი გახარიას გადადგომის საკითხიც გაააქტიურა.

უკავშირდებოდა თუ არა პრემიერის პოსტიდან წასვლა და ნიკა მელიას დაკავებისგან თავშეკავება აშშ-ის მაშინდელ ელჩთან შეხვედრას – ამ კითხვებზე ექს-პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა პასუხებმა მმართველ გუნდი უფრო მეტად დაარწმუნა, რომ გახარიას მხრიდან ოპოზიციონერი ლიდერის აყვანის ოპერაციის გადადების მოთხოვნა უცხოეთიდან მიღებული დავალება იყო. საკუთარ ვერსიას ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის დიპლომატიური მისიის მაშინდელი ხელმძღვანელის წერილობითი განცხადებითაც ამყარებენ, რომელიც პრემიერის რანგში გახარიას ბოლო ბრიფინგამდე წუთებით ადრე გავრცელდა. ის, რაც გუშინ გიორგი გახარიამ ამ თემაზე თქვა, სკანდალური აღიარებაა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველი გუნდის აქცენტებს არასერიოზულად მიიჩნევენ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრები.