გაგრის დაცემიდან 33 წელი გავიდა

12:27, 02.10.2025

გაგრის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

მსგავსი