გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა ანგარიშში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისმა გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში მკაფიოდ არის მითითებული ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად დამძიმებული ვითარება, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების ხელმიუწვდომლობა. აღსანიშნავია, რომ საკითხი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა.

დატოვე კომენტარი