გაერო-ში პალესტინის ელჩის განცხადება

„ისრაელის თავდასხმა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე იყო დანაშაული“ – განაცხადა გაერო-ში პალესტინის ელჩმა. მან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდა, საჭირო ზომები მიიღოს. „მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულის ბრძანებების გაცემაზე, უნდა მოისმინონ რაიმე სახის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორისგან , მას თუ აქვს გამბედაობა და იმედი მაქვს, რომ ექნება. კითხვაზე, უნდა დაუშვას თუ არა ეგვიპტემ ღაზიდან ლტოლვილების შესვლა, დიპლომატმა უპასუხა რომ – „არა.“