გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს შეეხო სიტყვით გამოსვლისას გაერო-ში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი, ლინდა თომას გრინფილდი. ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას, მაშინ როცა მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად ცხოვრობენ. გრინფილდი მოუწოდებს ეუთო-ს, რუსეთზე მოახდინოს ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს. გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, პარტნიორების მხარდაჭერით როგორ ხდება უმაღლეს ფორუმებზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია.

მოამბე