გ​აერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი

21:46, 17.09.2026

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და შემდგომი ნაბიჯები გლობალურ ტურისტულ ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირებისთვის – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მათ შორის გამოწვევებზე სასაუბროდ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. დისკუსია შედგა საქართველოს პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთანაც. მხარეები პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შაიხა ალ ნუვაისი საქართველოში ოთხ დღეს გაატარებს. მაღალი დონის სტუმარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს იმ ტურისტული პროდუქტების შესახებ, რაც საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.

 

მსგავსი